„გხედავ, რომ შამრიგებიხარ“ ერთობლივად დაგეგმეს და განახორციელეს შუაფხოსა
(დუშეთის რაიონი) და ზედა უსახელოს (ჭიათურის
რაიონი) საჯარო სკოლებმა. პროექტი იდეას საფუძვლად დაედო აკაკი წერეთლისა და ვაჟა
-ფშაველას იუბილე. 2015 წელს ამ ორი დიდი მოღვაწის გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა.
სწორედ მათი ურთიერთობა გახდა ფშაველი და იმერელი მოსწავლეების კვლევის საგანი, გაცნობისა
და დაახლოების მიზეზი.
პროექტი
ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა , 15 აპრილიდან -15 ივნისამდე; კოორდინაციას ახორციელებდნენ
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ პედაგოგი იზაბელ კუსიანი ( შუაფხოს სკოლა) და ზედა
უსახელოს საჯარო სკოლის პედაგოგი ნელი ციცქიშვილი. საორგანიზაციო ჯგუფში შედიოდნენ
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ პედაგოგები: დავით ჩივაძე , ვალიდა ბაგაური, ირინა
კალანდაძე, ნესტან ხორხომელიძე, თეა გაბრიაძე.
საწყის
ეტაპზე, პროექტისათვის შერჩეულ იქნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები. თავდაპირველი კონტაქტი წერილების საშუალებით შედგა.
შუაფხოს სკოლის მოსწავლეებმა წერილები გაუგზავნე თავიანთ ფშაველ თანატოლებს. ისინი
მომავალ მეგობრებს უამბობდნენ თავიანთ შესახებ, მათი კუთხის ტრადიციებსა და ღირსშესანიშნაობებზე.
ორ კვირაში იმერეთიდანაც მიიღეს პასუხი.
პარალელურად
მიმდინარეობდა ღონისძიებისათვის მზადება; მოსწავლეებმა, პედაგოგების დახმარებით, შეისწავლეს
ვაჟასა და აკაკის მიმოწერა, თანამედროვეთა მოგონებები მათი ცხოვრებისა და ურთიერთობების
შესახებ, მოამაზადეს ლექსები და ლიტერატურურული ეპიზოდები ამ ორი შემოქმედის ნაწარმოებებიდან.
ფშავლების
ვიზიტი იმერეთში ივნისის დამდეგს შედგა. ზედა უსახელოს სკოლის მოსწავლეებმა ახლად შეძენილ
ფშაველ მეგობრებს მასპინძლობა გაუწიეს საჩხერეში. მათ ერთად მოინახულეს სავანე, აკაკის
ძიძისეული კარმიდამო, მერე აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი სხვიტორში. დღის ბოლოს შედგა
საერთო სუფრა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ბევრი სასაუბრო თემა გამონახეს , ბავშვები ერთმანეთს
გაეჯიბრნენ ვაჟას და აკაკის შემოქმედების ცოდნაში, ითამაშეს, გაუზიარეს შთაბეჭდილებები,შემდეგ
კი დროებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
ერთი
კვირი შემდეგ ახალი შეხვედრა შედგა ჩარგალში. ამჯერად მასპინძლობა შუაფხოელმა ბავშვებმა
გაუწიეს ფშაველ მეგობრებს. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მოინახულეს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი,
ჩარგლის მუზეუმში არსებული ექსპონატები. შემდეგ ვაჟას სახლ-მუზეუმის ეზოში, მდელოზე
შედგა ფშაველი და იმერელი მოსწავლეების ერთობლივი, შემაჯამებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა
აჩვენეს წარმოდგენა , ისაუბრეს აკაკის და ვაჟას პაექრობაზე, წარმოადგინეს უამრავი ლექსი
და ლიტერატურული ეპიზოდი მათი შემოქმედებიდან.საღამოზე ერთობლივი სუფრაც გაიშალა. ხანგრძლივი და შთაბეჭდილებებით დატვირთული დღის შემდეგ
ბავშვებს ერთმანეთან დამშვიდობება გაუჭირდათ.
პროექტი
ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა; მან მოსწავლეებს გაუღრმავა ცოდნა ორი
დიდი მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ასევე, ერთმანეთის სახით მათ საუკეთესო
მეგობრები შეიძინეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий