ბარბარე ჯაბანიშვილი, შუაფხოს საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე: „გხედავ,
რომ შამრიგებიხარ!“ ძალიან, ძალიან მომეწონა, რადგან მსგავსი სახის პროექტში მონაწილეობა
პირველად მივიღე და ახალი მეგობრებიც გავიჩინე. თავიდან წერილები უნდა მიგვეწერა იმერლებისთვის.
ეს მე ძველმოდური მეგონა და ვფიქრობდი, რომ ამით არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ შევცდი,
ამ სახით ბავშვებმა უფრო კარგად გავიცანით ერთმანეთი. შემდეგი ეტაპი იყო იმერეთში ჩასვლა,
მეგობრების პირადად გაცნობა და აკაკის სახლ-მუზეუმის დათვალიერება. ყველაზე მეტად ამ
პროექტიდან მაინც ჩვენი იმერელი მეგობრების ფშავში ჩამოსვლა დამამახსოვრდა, რადგან
კარგად გავერთეთ. ნეტავ, კიდევ როდის შევხვდები ჩემს მეგობრებს! არასოდეს დამავიწყდება
კიდევ ვაჟას სახლის ეზოში წარმოდგენა რომ დავდგით და კლდე განვასახიერე"
ანი სამხარაძე- ზედა უსახელოს საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე: „მე ძალიან მომეწონა ეს პროექტი და მიხარია მონაწილეობა რომ მივიღე, . ძალიან მომეწონა ფშაველი ბავშვები და ფშავი“
სოფია მიქელაშვილი- შუაფხოს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე: „ამ პროექტის საშუალებით გავიცანი ბევრი ახალი მეგობარი.
ეს პროექტი იმითაც იყო საინტერესო, რომ გავიცანი
სხვა კუთხის კულტურა, ადათ-წესები და აშ... მოხდა ფშავლების და იმერლების დამეგობრება.
დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს პროექტი არ იყოს ერთჯერადი და ისევ გავაგრძელოთ ურთიერთობა
და მეგობრობა.“
გიორგი
სამხარაძე- ზედა უსახელოს საჯარო სკოლის მეცხრე
კლასის მოსწავლე: „ეს პროექტი ძალიან, ძალიან მომეწონა. სიტყვები
არ მყოფნის ისეთი შესანიშნავი იყო შუაფხოელ ბავშვებთან ერთად“
ანა გულბათიშვილი- შუაფხოს
საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე : „პროექტი შედგა და საუკეთესო მოგონებები
დამიტოვა. ჯერ წერილით გავიცანი და მერე პირადად ჩემი საუკეთესო მეგობარი, ისიც ანა.
კიდევ ერთი დამთხვევა მოხდა, როცა სტუმრად ჩამოვიდნენ ჩარგალში, აღმოჩნდა რომ მე და
ანას ერთი და იგივე ლექსი გვქონდა-ვაჟა-ფშაველას „რამ შემქმნა ადამიანად?“. ამ პროექტმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,
რადგან უკეთ გავიცანი აკაკი და ვაჟა, ასევე გავიცანი იმერელი ბავშვები და ორი დაუვიწყარი
დღე გავატარე მათთან“
იოსებ
ჯაბანიშვილი- შუაფხოს საჯარო სკოლის მეშვიდე
კლასის მოსწავლე: "მე კმაყოფილი ვარ ამ პროექტით, რადგან გავიცანი ძალიან ბევრი
ბავშვი. ჩარგალში მათი ჩამოსვლა უფრო კარგი იყო, ვიდრე ჩვენი-საჩხერეში. ამ პროექტის
ყველაზე დიდი შედეგი იყო აკაკი რომ ჩამოვიდა
ფშავში ვაჟასთან და შერიგების ნიშნად ხელი ჩამოართვა. (სხვათა შორის აკაკი მე ვიყავი )"
Комментариев нет:
Отправить комментарий