ვაჟას
სამყარო
სცენარის ავტორები:
- ანა გულბათიშვილი, შუაფხოს საჯარო სკოლის VIII კლ.
- ირინე კალანდაძე , შუაფხოს საჯარო სკოლის პედაგოგი
მონაწილეები:
- ვაჟა ფშაველა- გიორგი ელიზბარაშვილი
- აკაკი წერეთელი-იოსებ ჯაბანიშვილი
- ვაჟას ცოლი-ირმა ცოკილაური
- შვლის ნუკრი-მარიამ ჯაბანიშვილი
- ხმელი წიფელი-ავთანდილ თვარელაშვილი
- ია-თინათინ თვარელაშვილი
- მთის წყარო-სოფო მიქელაშვილი
- კლდე-ბარბარე ჯაბანიშვილი
- არწივი-გია გულბათიშვილი
- მთხრობელი-ანა გულბათიშვილი
პირველი გამოსვლა
(მოქმედება
ხდება ფშავში, სოფელ ჩარგალში, ბუნებაში)
მთხრობელი: როგორც ცნობილია, ვაჟა-ფშაველა, იგივე ლუკა რაზიკაშვილი
თავის მშობლიურ სოფელ ჩარგალში ცხოვრობდა 1888 წლიდან და ბუნების წიაღში ქმნიდა თავის
შედევრებს. მას ყველაზე უკეთ ესმოდა ბუნების და ადამიანების და ამ ყველაფერს გადმოსცემდა
თავის ლექსებში, მოთხრობებსა თუ პოემებში. წერდა ძირითადად ღამით, ბუხრის შუქზე, რადგან
დღისით დროც არ ჰქონდა. ის ხომ ჩვეულებრივი ფშაველი გლეხივით ხნავდა, თესავდა მკიდა,ოჯახს უვლიდა...თუმცა
იყო შემთხვევები, როცა მუშაობის დროს მუზა მოსვლია და მიუტოვებია კიდეც სამუშაო. წერდა
კიდეც ამის შესახებ: „მთელი ჩემი ცხოვრება პარადოქსია: როცა ვხნავ-პოეზიაზე ვფიქრობ,
როცა ლექსებს ვწერ, პრაქტიკულ საქმეებზე ვსაზრიანობ. ხან ერთი მიშლის ხელს, ხან-მეორე!“ ცოლი საყვედურობდა კიდეც, რომ საოჯახო საქმეებს
წყდებოდა ხოლმე. ერთხელ უთქვამს: „რა არის, კაცო, ცოლ-შვილი მშიერ-ტიტველი გყავს, შინ
არაფერი გაქვს, ყველაფერი თავდება, შენ კი ზიხრ, ჯღაბნი და სულ ჯღაბნი-მეთქი.“ ვაჟას
კი სიცილით უპასუხნია:“ეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა, ნასწავლი რომ იყო
მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო.“ ალბათ, ძნელი იყო მისი გაგება, მას ხომ თავისი სამყარო
ჰქონდა. განსაკუთრებით ბუნების წიაღში უყვარდა ყოფნა, ფიქრობდა, რომ აქაც ყველაფერს
თავისი ენა ჰქონდა, თავისი სადარდებელი, ტკივილი, წუხილი, სიხარული და მას შეეძლო ამის
დანახვა, მოსმენა, გაგება და ჩვენთვის გაზიარება...
„უსულო საგნებს
სული ჩავბერე,
ავასაუბრე ლოდები
კლდისა...
აი, როგორ აღმოაჩინა ვაჟამ ბუნების წიაღში თავისი შედევრები...
ხშირად დადიოდა
ტყეში შეშის მოსაგროვებლად. ერთხელაც ხმელმა წიფელმა მიიქცია მისი ყურადღება. დაღლილმა გადაწყვიტა მის ქვეშ ჩამომჯდარიყო და დაესვენა.
ხმელი წიფელი: როგორც იქნა ისეთი ადამიანი მესტუმრა, რომელიც ტოტებს არ მამტვრევს. იქნებ მან მაინც იცოდეს ჩემი ფასი.
ვაჟა-ფშაველა: (წამოხტება ამ ხმის გაგონებაზე) ასე რას დაუდარდიანებიხარ?
ხმელი წიფელი: უღრან ტყეში ვდგავარ. სხვა ხეები შორს მიდგანან და
ამაყად დამჩერებიან თავზე. მე ხომ სიცოცხლის ნიშანწყალი მაქვს წასული: სამი ტოტიღა
შემრჩა შუა წელს ქვევით, ზედა ტანი კი მოტეხილია. ამ სამს ტოტში წელიწადში მარტო ერთს
გამოუვა ხოლმე სამი თუ ოთხი ფოთოლი, ისიც ფერწასული, დამჭკნარი, გაყვითლებული. სხვა
ხეები დატვირთულნი დგანან ბუნების მინიჭებულის სარჩოთი. ყურადღებას არ მაქცევენ. მხოლოდ
ზამთრობით, როცა თვითონაც შემოეძარცვებათ ხოლმე საპატარძლო ტანისამოსი, მაშინ თუ დამიახლოვდებიან.
ერთ დროს მეც ამაყად ვიდექი. დიდრონი ტოტებითა და ფოთლებით
ქოხივით ვეხურებოდი თავს მთელს ტყეს. არწივიც ჩემს კენწეროზე ისვენებდა. ზაფხულობით
უფრო შესაბარალისი ვარ, სხვა ხეები მწვანით მორთულან. ნეტა შენ არ გვაუშნოებდეო! მათ
რა იციან, რომ მე ამ სიბერეშიც კი ხალხის გულებში ვარ, დღეში სამჯერ მაინც მახსენებენ,
არ იციან, რომ...
„განა ყველა, რაც ხმელია,
კაცისგან საწუნარია?!
ათასს ცოცხალსა ბევრჯელა
ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია.“
მთხრობელი: ვაჟამ გულთან ახლოს მიიტანა ხმელი წიფლის სადარდებელი,
მაგრამ რას გამოასწორებდა...განა, ადამიანებიც ასე არ ექცევიან ერთმანეთს?!
ვაჟა-ფშაველა: (აგრძელებს გზას და დაინახავს იას) რა ლამაზი ხარ!
ალბათ, ყველას უყვარხარ და შენც ბედნიერი ხარ.
ია: გარეგნულად ასეთი ვჩანვარ, მაგრამ ჩემი გულის დარდები
რომ იცოდე, შეგებრალებოდი.
ვაჟა-ფშაველა: ძალიან გთხოვ, მომიყევი...
ია:უღრანს ტყეში მოსული ვარ...მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის
სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულხავსიან კლდესა,
სუნელებას მივაფრქვევ არემარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალ ყუნჭს თვალი სულ
ჩემსკენ უჭირავს, მიცინის ხოლმე. წვერხმელი ხეებიც მე დამხარიან ზევიდამ, თვითონ თავშიშველნი,
ტოტებს მე მაფარებენ: ჩვენს იას არ შეგვიცივდეს, ან არაფერმა აწყინოსო. პირდაპირ შხაპუნა
წვიმას არ უშვებენ ჩემამდის: წვიმას შეუძლიან ერთბაშად ჩამომაცილოს ფოთლები. უფოთლებოდ
ყოფნა და სიკვდილი ჩემთვის ერთია.
ნეტავი დამბადებელს ჩემთვის ნიჭი მოეცა, რომ მექო მაღლა
ცა და ღრუბელი, მზე, ეს ჩემი მფარველი ხეები, ეს მთები, ის ჭალები და ღაბუა ჩიტები.
ჩემი ერთის თვის სიცოცხლე სხვის ოცდაოთხის თვის სიცოცხლეს სჯობია, მაგრამ დიდხანს სიცოცხლეს
კი დანატრებული ვარ.
რა შუბრალებელია კაცი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ
თავის სასრგებლოდ მოიხმაროს. ალბათ, ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს!
„ვაჰმე, რა საბრალო არი
ია მოსული მთაზედა!
ბეჩავს დააზრობს სიცივე,
ან ელვას დაჰკრავს თავზედა;
ღმერთს მიუცია საწყლისად
მოკლე სიცოცხლის ჟამია,
ქვეყნისა მისგან შვენება
ერთი ბეჩავი წამია.
ია დაიწყებს კდომასა,
დაიქვითინებს: „ვაჰმეო!
თუ გამაჩინე, უფალო,
დიდი დღე რად არ მამეო?!“
ვაჟა-ფშაველა: იცი, მე შენ რაღაცით ჩემს ცოლს მაგონებ, არ მოიწყინო.გპირდები,
ხშირად გინახულებ ხოლმე. ახლა კი უნდა დაგემშვიდობო.
(ამ დროს შვლის ნუკრს დაინახავს, რომელიც ისე საცოდავად
გამოიყურება, რომ შეებრალება, შველი გაიქცევა, მაგრამ ვაჟა შესძახებს:
რა გაგჭირვებია, რატომ გამირბი, არაფერს დაგიშავებ.
შვლის ნუკრი: ადამიანის მეშინია
ვაჟა-ფშაველა: რატომ, რა დაგიშავა? (თან მიუახლოვდება, შვლის ნუკრი
აღარ გაიქცევა)
შვლის ნუკრი: პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი.
ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია , ჩლიქებიც არ გამმაგრებია.
გზადაკარგული დავდივარ, გული მიწუხს...გული...საბრალო
დედაჩემი! მანამ დედა მყვანდა ცოცხალი, სულ ალერსში ვყვანდი: ძუძუს მაწოვებდა, მიალერსებდა,
მაფრთხილებდა. რაღა მეშველება მე საბრალოს ეხლა! უპატრონო რომ ვარ სულ მეშინიან, ვკანკალებ,
მუდამ დღე სიკვდილს ველი, გზაარეული დავეხეტები... ღმერთო, რამდენი მტერი გვყავს!
გული მეუბნება მტრის მსხვერპლი გავხდები. ჯერ მე გამოუცდელი
ვარ, მხოლოდ ერთი კვირა ვიყავი დედასთან. ის მასწავლიდა ვინ იყო ჩემი მტერი და მოკეთე.
ეხლა ვინღა მასწავლის? სულ შამბში ვწვები, ვიმალები. დედასთან კარგად ვცხოვრობდი, თავისუფლად
ვსუნთქავდი...
რაც დედა მომიკლეს მონადირეებმა, მას აქეთ ცოცხალმკვდარი
ვარ; ვტირი და ეს არის ჩემი ნუგეში: დავდივარ და შევსტირი ხეებს , მთასა და კლდეებს.
დავსტირი წყალსა და ბალახს, მაგრამ ჩემთვის დედა არა ჩნდება, დედაჩემს ვეღარა ვხედავ,
ვარ ობოლი და, ვინ იცის, ვინ დამეპატრონება, ვინ შეიღებავს ჩემის სისხლით ხელებს?!
ვაჟა-ფშაველა: (თავისთვის) ეჰ, მართლა რა შუბრალებელია ადამიანი!
მთხრობელი: მაგრამ განა მარტო ადამიანები არიან დაუნდობლები? ვაჟა
ყვავ-ყორნებისგან დაჭრილ არწივსაც გადაეყრება.
ვაჟა-ფშაველა: (მიუახლოვდება არწივს და დახმარებას შესთავაზებს) ეს
რა დაგმართნია, მეგონა შენი მომრევი ქვეყანაზე არავინ იქნებოდა.
არწივი: ძლიერებს უფრო მეტი მტერი ჰყავთ თურმე. ჩემმა მტრებმაც
დრო იხელთეს და ასე მზაკვრულად მომიღეს ბოლო. საძაგელმა ყვავ-ყორნებმა დამკორტნეს და
წამოდგომის თავი აღარ მაქვს. სიკვდილი ჩემზე ძლიერი ყოფილა. ვგრძნობ, რომ აღარაფერი
მეშველება და გთხოვ, უკანასკნელი სურვილი შემისრულე. არ მინდა უკვალოდ გავქრე ამქვეყნიდან.
შენ ხომ მწერალი ხარ და იქნებ ჩემზე რამე ლექსი დაწერო ჩემს უკვდავსაყოფად. თუ ამ სურვილს
შემისრულებ, მჯერა ხალხი არასოდეს არ დაივიწყებს მტერთან გმირულ ბრძოლაში დაჭრილ არწივს.
მთხრობელი: ვაჟამ მართლაც დაწერა არწივზე ლექსი და ისე ყვარებია, რომ როცა ლექსის წაკითხვას თხოვდნენ,
ყოველთვის ამას კითხულობდა.
„არწივი ვნახე დაჭრილი
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა.
ცალ მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა,
ვაჰ! დედათქვენსა ყოვებო,
ცუდ დროს ჩამიგდეთ ხელადა’
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა..:“
ვაჟა-ფშაველა: (დიდხანს დახეტიალობს დადარდიანებული ბუნებაში და უეცრად
კლდის ხმა შემოესმება)
კლდე: ადამიანო, შენც თავის მოკვლა არ სცადო, ისედაც საკმარისი
უბედურებაა ქვეყნად
ვაჟა-ფშაველა: (გაკვირვებული) ასე რატომ ფიქრობ, შენც რამე სადარდებელი
გაქვს?
კლდე: დიდი ხანია აქედან დავყურებ ქვეყანა... რაც იქ სისხლი
და ცრემლი დაღვრილა და იღვრება, აქ ჩემს გულში გუბდება, აქა გროვდება. ბუნებაში ჩემზე
უშნო ერთი ქმნილებაც არ ჰგონიათ ადამიანებს. მათ რომ უცქერით კაცნი, მე მუდამ თვალს
გადამაცილებთ თავზე, რათა ჰპოვოთ რამ სხვა თვალისათვის საამური-ყვავილი, ბალახი და
სხვა. უნდა გაიცნოთ ჩემი გული, უნდა ჩაიხედოთ შიგ, იქნება მაშინ აღარ გეუშნოვოთ, აღარ
შემიჯავროთ.
დიდი ტანჯვის მტვირთველი ვარ, იმიტომ მუდამ მუნჯი, მუდამ
პიქუში ვდგევარ, არ არის ჩემთვის მოსვენება, არ ვიცი, ლხინი რასა ჰქვიან.
ვაჟა-ფშაველა: ახ, რა კარგად ლაპარაკობ! რომ ჩამოხვიდოდე სოფლად და
კაცთა შორის დაიწყებდე საუბარს, რა დიდს მადლს იზამდი! მერე როგორ უჭირს ქვეყანას კარგი
მთქმელი! კაცი კაცს არ უჯერებს, კარგსაც რომ ეუბნებოდეს-მაგარმ როცა დაინახავენ-კლდე
ლაპარაკობსო, მთლად სმენად გადაიქცეოდნენ ადამიანების შვილნი.
კლდე: ეჰ, ძალიან ცოტა ხნის გამარჯვება მექნებოდა, ბოლოს,
ისევ ცილისწამება, მეძავობა, შური იჩენს თავს. იტყვიან: „მოჩვენებაა, კლდეს როგორ შეუძლიან
ჯერ საუბარი და მერე ეგრე ჩაგონებით, ადამიანივითო! ეგრე რომ არ იყოს, ეგ ზნე რომ არ
ვიცოდე კაცისა, დღესვე მთელი ქვეყნის თვალწინ გავფენდი, რაც კაცობრიობას ცოდვა ჩაუდენია,
რაც შეცდომა მოჰსვლია. მაგრამ ამაო შრომა იქნება: კაცმა უნდა სცოდოს, კიდევ შეცდომა
ჩაიდინოს, რომ მერე ინანოს, შემდეგ ისევ ეცადოს შეცდომა გაასწოროს. ესაა მისი სიცოცხლე.
დიაღ, დავანახვებდი და მეც დავიფუშებოდი, აღარ მინდოდა მას შემდეგ სიცოცხლე. გულდამშვიდებით,
ბედნიერად დავხუჭავდი თვალებს და მოვისვენებდი.
ვაჟა-ფშაველა: ააახ! როგორ გულით მონდომებული ვარ ადგილიდან დაიძრა,
გახვიდე ხალხში და იქადაგო! რა მშვენიერი სურათი დამიდგებოდა თვალწინ: აუარებელი ხალხი
და მათ შუაში ჩამდგარი შენ, კლდე, ჰქადაგებდე ეგრე მედიდურად, წარბშეუხრელად, მოურიდებლად,
უკრძალავად. ჩვენ, როცა კაცის ხასიათის სიმტკიცე გვინდა გამოვსახოთ, ვამბობთ: კლდეა,
სწორედ კლდეაო. ნუთუ სასწაულს არ მოახდენდი? მაგრამ არა, ჰზარობ, გეძნელება ადგილიდან
დაძვრა, შეჩვეული ხარ ერთ ადგილს დგომას, არ გეხერხება განძრევა. გეშინიან: რო გავინძრე,
გავჩუჩუნდე, სულერთიანად დავიფუშებიო.
კლდე: მე რას ვიტყვი ისეთს, შენც არ შეგეძლოს იმისი თქმა?
ვაჟა-ფშაველა: რისა, მაგალითად?
კლდე: მხოლოდ სამი სიტყვისა: „ გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!
შენ გგონია, საკვირველს, ახალს რასმე გასწავლი და ან ვასწავლი ქვეყანას? ხოლო ამ სიტყვებს
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. შინ და კარში ეს ხმა უნდა ისმოდეს. პირველი
მცნება ეს უნდა იყოს. და ის პატარა ბუშტი ლეშისა, რომელსაც თქვენ გულს ეძახით, იქცეს
ერთ, მხოლოდ ერთ სიტყვად-გ ი ყ ვ ა რ დ ე ს!
მთხობელი: ამდენი სადარდებელის მოსმენის შემდეგ ვაჟა-ფშაველამ
დასვენება გადაწყვიტა და მთის წყაროსთან ჩამოჯდა, მაგრამ ახლა წყარო ალაპარაკდა.
ვაჟა-ფშაველა: ნუთუ შენც რამე გაწუხებს?
მთის წყარო: არაფერი ცოდვა არ მიქნია ჩემს სიცოცხლეში. ვერც ერთი
სულიერი, თუნდ უსულო, ჩემს ცოდვას, ჩემს სიავეს ვერ იტყვის. ღმერთს ესე დაუწესებივარ:
უნდა ვიდინო, ვიდინო; ყველამ ჩემით უნდა მოიკლას წყურვილი. გახურებულს ზაფხულის დღეში
რამდენი ნადირი მოდის, სვამს ჩემს წყალსა, რამდენი დაღლილ-დაქანცული მუშა მოვა, მოიტანს
ცელს, ნამგალს გასალესად. კაცნი მსმენ და ათასში ერთი თუ იტყვის: „დაილოცე, ცივო მთის
წყაროვ, რომელი ღვინო შეგედრებაო?! სამწუხაროდ, ორი თუ სამი ვერსის სიგრძეზე ვარ მხოლოდ
ბედნიერი და უცოდველი, მერე დამლევს, ჩამნთქავს უზარმაზარი მდინარე, დაიკარგება ჩემი
სახელი, ჩემი ვინაობა. როგორც უნდა, ისე მათამაშებს.
ნეტავი დამბადებელს ესე არ დავეწესებინე და სულ დაუსრულებლად
მედინა, მერწყო მცენარენი, დედამიწის ლამაზი გული, მომეკლა კაცთა და ცხოველთათვის წყურვილი!
ოჰ, ღმერთო, ღმერთო, ჩემს ამაგს რად აფუჭებინებ იმ ტიალს, აბეზარს, დაუდეგარს, მოუსვენარს
მდინარეს!
მთხრობელი: ვაჟა მიხვდა, რომ ბუნებაში ყველას და ყველაფერს თავისი
სადარდებელი აქვს და სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. ეზოს რომ მიუახლოვდა, ცოლის ხმა
შემოესმა
ცოლი: დღეს დიდი დღე გვაქვს, იცი ვინ გვესტუმრა?
ვაჟა-ფშაველა: სტუმარი ღვთისაა.
ცოლი: ეს სტუმარი მართლა ღმერთმა გამოგვიგზავნა, იქნებ საბოლოოდ
შერიგდეთ.
ვაჟა-ფშაველა: ნუთუ აკაკი? (დაინახავს ეზოში მყოფ აკაკი წერეთელს)
კეთილი იყოს შენი ფეხი ფშავში...ფშაურის სასწავლად ხომ
არ ჩამოხვედი?(გაეცინება)
აკაკი: დაილოცა ეს კუთხეც და ეს „ენაც“. რაც შენი პასუხი
წავიკითხე,ვერ მოვითმინე, ძალიან შევწუხდი და ვინანე კიდეც. შენ იცი, როგორ დიდ პატივს
გცემ და გაფასებ. უბრალოდ, ჩემი სადარდებელი იყო და არის ქართული ენის დაცვა და გაფრთხილება...
ვაჟა-ფშაველა: მეც ვერ დავივიწყე შენი სიტყვები...
აკაკი: კითხულობს თავის ლექსს...
ვაჟა ფშაველა: თავის პასუხს კითხულობს.
(ხელს ჩამოართმევენ ერთმანეთს შერიგების ნიშნად)
წავიკითხე და ისე მომეწონა თქვენი პროექტი,სიტყვებს ვერ ვპოულობ შესაფასებლად.შესანიშნავად მოფიქრებული და ორგანიზებულია ყველაფერი.ყოჩაღ ბაშვებო...წარმატებები პედაგოგებს.
ОтветитьУдалить